ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვის გეგმების შესახებ ხვალ აცნობებს

03.03.25 18:33
ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვის გეგმების შესახებ ხვალ აცნობებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ აცნობებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას ხანგრძლივი მშვიდობა სურს.

„ხვალ, წევრ ქვეყნებს წერილის მეშვეობით ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ. ჩვენ თავდაცვის სფეროში მასიური ზრდა გვჭირდება, ეს ეჭვგარეშეა. 

ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს და ძალა საკუთარი თავის გაძლიერებით იწყება“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები