"ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ" - ზელენსკი

"ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ხალხს ვკარგავთ. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინელები მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ელოდებიან.
პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მოლაპარაკებები უკვე გვქონდა და უახლოეს მომავალში სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად არსებითი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ხალხს ვკარგავთ. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ. ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით. მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.