პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა - მიხაელ გალერი

პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
გალერის თქმით, "დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია".
„უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცედენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე ვგმობ ასეთ ღალატს უმკაცრესად“, - წერს გალერი.
შეგახსენებთ, CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.