მსოფლიო შტატების პრეზიდენტის განცხადების მოლოდინაშია - რა აქვს სათმელი დონალდ ტრამპს

მთელი მსოფლიო დღეს ამერიკის კონგრესში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას ელოდება. ამერიკის პრეზიდენტმა დაანონსა, რომ ყველაფერს სწორედ აქ იტყვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატები პროტესტისთვის ემზადებიან და შესაძლოა, ტრამპის გამოსვლა ჩაიშალოს კიდეც. იმ ფონზე, როცა ტრამპის გადაწყვეტილებები მსოფლიო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს, მთავარია, რა იქნება შემდეგი. კონგრესში ტრამპმა უკრაინის დახმარებაზეც უნდა თქვას საბოლოო სიტყვა. CNN წერს, რომ ტრამპმა სამხედრო დახმარების შეწყვეტის განკარგულება გამოსცა.
ტრამპს თავად არ დაუდასტურებია დახმარების გაჩერება, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი ზელენსკის ხან "დიქტატორს" უწწოდებს, ხან თავისივე ნათქვამს უარყოფს. ამ შემთხვევაშიც რთული გასარკვევია ამერიკის პრეზიდენტის რეალური განწყობა. ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ ჯერ დახმარება არ შეუწყვეტია, მაგრამ არც გამორიცხა ამ ნაბიჯის გადადგმა.
კრემლში კმაყოფილები არიან, ტრამპს უკვე გამოეხმაურა პესკოვი.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.