ტრამპი: ზელენსკიმ წერილი გამომიგზავნა

05.03.25 10:00
ტრამპი:  ზელენსკიმ წერილი გამომიგზავნა

ოვალურ კაბინეტში გამართული დებატების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა - ამის შესახებ ცნობილი კონგრესის წინაშე დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს გახდა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკის წერილი წაიკითხა, ზელენსკის გზავნილს მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

წერილში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას მაშინ, როცა ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი იქნება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა: "უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება ჩქარა, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა". არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტადო, მან თქვა. "მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ მშვიდობა, რომელიც განგრძობითი იქნება. ჩვენ მართლა ვაფასებთ როგორ დაეხმარა ამერიკა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში". მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინა მზადაა თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს". - მე ვაფასებ რომ მან გამომიგზავნა ეს წერილი, რომელიც მცირე ხნის წინ მივიღე." - თქვა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე.

რამდენიმე საათის წინ, (თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 6:10-ზე) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით პირველად გამოვიდა. 

„ამერიკული ოცნება ძალას იკრებს - უფრო მეტად და უფრო კარგად, ვიდრე ოდესმე წინათ. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია და ჩვენი ქვეყანა ზღვარზე იმყოფება ხელახლა დაბრუნებისა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უხილავს და, შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს,“ - თქვა ტრამპმა თავისი გამოსვლის დასაწყისში.