ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მივიღებთ - ტრამპი
დონალდ ტრამპი გრენლანდიის აშშ-თვის შეერთებას გეგმავს. ამის შესახებ მან კონგრესში ერთობლივი სესიის დროს განაცხადა. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ "ისე თუ ასე, ამერიკა გრენლადინას მაინც მიიღებს".
მე მაქვს გზავნილი გრენლანდიის არაჩვეულებრივი ხალხისთვის: ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს უფლებას, რომ განაგოთ თქვენივე მომავალი. და თუ თქვენ აირჩევთ, ჩვენ მზად ვართ, რომ მიგიღოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში... ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მივიღებთ, - თქვა ტრამპმა.