აშშ და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან - ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ეს ინფორმაცია სამმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი და ვითარება, შესაძლოა, შეიცვალოს.
პირველ მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.