ევროკავშირი: "ოცნების" წინააღმდეგ ბრიუსელი ნებისმიერ ზომას განიხილავს, მათ შორის სანქციებსაც

05.03.25 15:33
ევროკავშირი: "ოცნების" წინააღმდეგ ბრიუსელი ნებისმიერ ზომას განიხილავს, მათ შორის სანქციებსაც

"ოცნების" წინააღმდეგ ბრიუსელი ნებისმიერ ზომას განიხილავს, მათ შორის სანქციებსაც, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა ტვ პირველს აცნობა. რა ფორმის იქნება ეს სანქციები, იქნება ევროკავშირის მხრიდან ერთიანი თუ ინდივიდუალური, ეს ჯერჯერობით უცნობია. მედიისთვის გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა. 

ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა, განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის, სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. ამის გამო ევროკავშირი იღებს ზომებს: ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან გარდა იმ კონტაქტებისა, რომელიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე; ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მლნ ევროზე მეტის დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მლნ-ის მხარდაჭერის ღონისძიება ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ. 

მსგავსი სიახლეები