"უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა რუსეთის მხრიდან დარღვევები თავიდან აიცილოს" - სტარმერი

05.03.25 18:26
"უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა რუსეთის მხრიდან დარღვევები თავიდან აიცილოს" - სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დრო რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას დაუთმო. კირ სტარმერმა ტრიბუნიდან განაცხადა, რომ უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა რუსეთის მხრიდან დარღვევები თავიდან იქნეს აცილებული. 

კონფლიქტის ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია დაარღვიოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს", - განაცხადა სტარმერმა.

მსგავსი სიახლეები