აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც, სავარაუდოდ, კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა - მედია

05.03.25 18:36
აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც, სავარაუდოდ, კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა - მედია

აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც, სავარაუდოდ, კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა - მედია - ამის შესახებ Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. წყარომ ამ გადაწყვეტილებას "შერჩევითი" უწოდა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას კვლავ ექნება აშშ-ის იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ძალებზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული. 

სამწუხაროდ, დიახ [სწორია, რომ აშშ-მა შეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება], მაგრამ არა მთლიანად. ეს არის შერჩევითი," - განაცხადა წყარომ. 

მსგავსი სიახლეები