ზელენსკი ოლაფ შოლცს ესაუბრა

05.03.25 19:07
ზელენსკი ოლაფ შოლცს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ყოფულ კანცლერს ოლაფ შოლცს ესაუბრა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.

"ჩვენ ყველას გვინდა არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება" - წერს ზელენსკი.

მე ვესაუბრე ბუნდესტაგის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რათა გულწრფელი საუბარი მქონოდა სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენს ხედვაზე სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

ჩვენ ვეყრდნობით ევროპის ერთიანობას უკრაინის გარშემო და ვმუშაობთ ამაზე. ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი ხალხის უსაფრთხო მომავალი. არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევით და აშშ-ის ხელმძღვანელობით ეს სრულიად მიღწევადია.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება გერმანიის წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და რაც მთავარია, ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაცვაში. ჩვენ ვხედავთ ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს. ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას.

გმადლობ მხარდაჭერისთვის," - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები