CIA-ის დირექტორი ადასტურებს, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა

"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" დირექტორი ადასტურებს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეჩერდა.
ჯონ რეტკლიფმა იმედი გამოთქვა, რომ პაუზა მალე გაუქმდება.
ტრამპს რეალური კითხვა აქვს - პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად ერთგულია თუ არა სამშვიდობო პროცესის, და მან თქვა, მოდით, შევაჩეროთ…
მინდა, რომ ამაზე დავფიქრდეთ, თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი. ასე რომ, სამხედრო ფრონტზე და სადაზვერვო ფრონტზე, პაუზა, რომლის გამოც ეს მოხდა, ვფიქრობ გაქრება.
ვფიქრობ, რომ მხარდამხარ ვიმუშავებთ უკრაინელებთან, უკან უნდა დავახევინოთ აგრესიას, რომელიც იქ არის, მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში მოვაქციოთ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები წინ წავიდეს".
აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც, სავარაუდოდ, კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა - ამის შესახებ Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. წყარომ ამ გადაწყვეტილებას "შერჩევითი" უწოდა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას კვლავ ექნება აშშ-ის იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ძალებზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული.