აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, გაყინულიყო უცხოური დახმარება, უარყო

05.03.25 20:47
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, გაყინულიყო უცხოური დახმარება, უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეენარჩუნებინა კონგრესის მიერ დამტკიცებული მილიარდობით უცხოური დახმარების გაყინვა, უარყო

სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა გამოიყოს თანხები, რომელიც თეთრ სახლს საშუალებას აძლევს, საკითხის განხილვა ქვედა ინსტანციებში განაგრძოს.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოთხმა კონსერვატორმა მოსამართლემ – სამუელ ალიტომ, კლარენს თომასმა, ნილ გორსაჩმა და ბრეტ კავანომ – განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა.

უმრავლესობაში აღმოჩნდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი, ემი კონი ბარეტი, ელენა კაგანი, სონია სოტომაიორი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი.

მსგავსი სიახლეები