მაკრონი: ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპა უნდა მოემზადოს ახალი ეპოქისთვის, რომელშიც შეძლებს, თავი დაიცვას იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ მის მხარეს არ იქნება.
მისი მიმართვა წინ უძღვის დღეს, 6 მარტს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხსა და ევროპის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ევროპული ძალების განლაგებაზე უკრაინაში მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და მშვიდობაზე შეთანხმება დაიდება.
„ეს შესაძლოა ასევე გულისხმობდეს ევროპული ძალების განლაგებას. არ არის აუცილებელი, ამ ძალებმა დღესვე იბრძოლონ, ისინი არ წავლენ და იბრძოლებენ ფრონტის ხაზზე, მაგრამ ისინი იქნებიან იქ, როცა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს შეთახმება სრულად იქნება დაცული.
ეს არის გეგმა მტკიცე, გრძელვადიანი და შემოწმებადი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ უკრაინელებთან და მრავალ სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად.
მინდა, მჯეროდეს, რომ აშშ დარჩება ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ საპირისპირო შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, მიიღწევა თუ არა მშვიდობა უკრაინაში სწრაფად, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ევროპულ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავიანთვი თავის უკეთ დაცვა და ნებისმიერი შემდგომი აგრესიის შეკავება.
დიახ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვჭირდება მეტი აღჭურვა, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ჩვენი თავდაცვის პოზიციები და ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობისთვის, ვიმოქმედოთ, როგორც შემკავებლებმა. ამ მხრივ ჩვენ ვრჩებით NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ერთგული, მაგრამ მეტის გაკეთება გვჭირდება, რათა გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ევროპის მომავალი აუცილებლად ვაშინგტონში ან მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს”. – თქვა ემანუელ მაკრონმა.