ტიმოშენკო და პოროშენკო ომის პირობებში უკრაინაში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან

06.03.25 16:41
ტიმოშენკო და პოროშენკო ომის პირობებში უკრაინაში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან

იულია ტიმოშენკო და  პეტრო პოროშენკო უარს ამბობენ არჩევნების დანიშვნაზე, სანამ ქვეყანაში ომია. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ექს პრეზიდენტმა განცხადებები  გამოცემა POLITICO-ს საპასუხოდ გააკეთეს.

ტიმოშენკო ამბობს, რომ ამ მომენტამდე უკრაინაში არანაირი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ შეიძლება.

„უკრაინა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცხადყო, მზად არის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ. „ბატკივშჩინას“ გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩვენს ყველა მოკავშირესთან, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სამართლიანი მშვიდობის სწრაფად უზრუნველყოფას“, - წერს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 

„ჩვენი გუნდი ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და რჩება არჩევნების ომის დროს ჩატარების. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ფულს იღებს ჯარიდან, ცდილობს ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, ასევე არაკონსტიტუციური და არასამართლებრივი სანქციებით იცილებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არჩევნებისთვის მომზადების სცენარია. ჩვენ ვთქვით და ვამბობთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ამის შემდეგ, ცხადია, საომარი მდგომარეობა დასრულდება და არაუგვიანეს 180 დღისა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების გამოხატვას“, - აღნიშნა პოროშენკომ.

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის,თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან  მოლაპარაკებები გამართეს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს.  მოლაპარაკებები კი შეეხებოდა საკითხს, უნდა ჩატარდეს თუ არა უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნები.