მზად ვართ ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის - ევროკომისია

ევროპული კომისია ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის მზადაა.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის ლიდერებს დღევანდელ ევროსაბჭოს სხდომაზე შესაბამის წინადადებებს წარუდგენენ.
ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტი აქ არის და ჩვენ მზად ვართ ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის: მიეცით უფლება ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები საბიუჯეტო წესების ფარგლებში.
ევროკავშირი გთავაზობთ 150 მილიარდ ევროს კრედიტს თავდაცვის ინვესტიციებისთვის;
თანმიმდევრული ფონდების გამოყენება თავდაცვისთვის;
კერძო ინვესტიციების გაძლიერება.
ამ წინადადებებს ევროკავშირის ლიდერებს წარვუდგენთ დღევანდელ ევროსაბჭოს სხდომაზე.
ევროპა მზად არის აიღოს თავისი პასუხისმგებლობა", - წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს., სადაც სწორედ ეს საკითხები განიხილება.