Fox News: უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები 11 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება

06.03.25 21:40
Fox News: უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები 11 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება

უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებები 11 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება- ამის შესახებ ინფორმაციას KyivPost Fox News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის გუნდების მუშაობის დაწყების ფარგლებში გაიმართება.

მომავალ სამშაბათს, 11 მარტს, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი გაემგზავრებიან საუდის არაბეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის“, - იტყობინება Fox News-ის ჟურნალისტი ჯეკი ჰაინრიხი“, -  იტყობინება უკრაინული მედია.