მშვიდობისთვის პირველი საჭირო ნაბიჯები წარვადგინე-ზელენსკი

06.03.25 23:30
მშვიდობისთვის პირველი საჭირო ნაბიჯები წარვადგინე-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში  ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "მშვიდობისთვის საჭირო ნაბიჯები წარადგინა", ასევე "პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა".

პირველი ნაბიჯად ზელენსკი ასახელებს ზავს ჰაერსა და ზღვაში. შემდეგი ნაბიჯი კი არის ტყვეების გათავისუფლება. ის ხაზს უსვამს, რომ ტყვეების გათავისუფლებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაზისო ნდობას.

ასევე ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ნამდვილად სურთ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ფასად.

ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა. უკრაინა ომის პირველივე წამიდან ეძებს მშვიდობას და დღეს კი მშვიდობისათვის პირველი საჭირო ნაბიჯები წარვადგინე და პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. მთელი ევროპის გამძლეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქმედებებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ძლიერები, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულები და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია მისცეს საკუთარ თავს და ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა ყველა ლიდერს, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მზად არიან გაზარდონ დახმარება და იმუშაონ რეალური და სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე", - წერს ზელენსკი.