ნორვეგიამ უკრაინის დახმარება 7.5 მილიარდ ევრომდე გაზარდა
ნორვეგია 2025 წელს უკრაინის დახმარებას 7.5 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია და ნორვეგიის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
მათი თქმით, 2025 წლისთვის უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 35 მილიარდი ნორვეგიული კრონიდან (დაახლოებით 3 მილიარდი ევრო) 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე გაზარდოს (დაახლოებით 7.5 მილიარდი ევრო).
პარლამენტში ყველა პარტია შეთანხმდა დახმარების დამატებით 50 მილიარდ კრონაზე 2025 წლისთვის. ეს ჩვენი მხრიდან მიმდინარე წლის მთლიან დახმარებას 85 მილიარდ კრონამდე, დაახლოებით 7.5 მილიარდ ევრომდე ზრდის.
ეს აძლიერებს უკრაინას, მხარს უჭერს სამშვიდობო გეგმას და აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას,” - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორემ.