გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკავშირი უკრაინას 30 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 30 მილიარდ ევროს გადასცემს. ევროპის პოლიტიკური ალიანსის 26 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების გარეშე ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთი აღმოჩდა. ვიქტორ ორბანმა უკრაინის ფინანსური დახმარების საკიტხი ისევ დაბლოკა, თუმცა ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე არიან თანახმა, რომ ინდივიდუალურად უკრაინას დამატებით 15 მლრდ ევროს დახმარება გამოუყონ. ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინას ძლიერი პოზიციები უნდა ჰქონდეს.
ბრიუსელში, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა რამდენიმე პუნტქტიანი გეგმაც, რომლითაც ლიდერები აპირებენ ხელმძღვანელობას.
ჩვენ უკრაინასთან ვართ პირველი დღიდან. უკვე უზრუნველვყავით 135 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად 2022 წლიდან. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. თუ ომი გაგრძელდა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რეკონსტრუქციაში, ევროკავშირში გაწევრიანებაში. ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა. დაუყოვნებლივ, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ მხარდაჭერა გაზრდილი ფისკალური სივრცის წყალობით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. დღეს ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე უკრაინის მწვავე სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად, - თქვეს ევროპელმა პარტნიორებმა.