გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს - მედია

07.03.25 12:44
გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს - მედია

The Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს, თუმცა ლონდონისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული უფრო შეზღუდული შესაძლებლობები გაართულებს აშშ-ს მიერ შეჩერებული მონაცემების ჩანაცვლებას.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი დაუმუშავებელი მონაცემების ანალიზის მიწოდებას გააგრძელებს, თუმცა ის არ გადასცემს აშშ-ს ინფორმაციას, რომელიც მიღებული იქნება ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული გაზიარების შეთანხმებებით.

ისინი არ არიან იმდენად შორს მიმავალი, როგორიც აშშ-ის შესაძლებლობები, არ აქვთ იგივე მასშტაბი და ვერ დაიკავებენ მათ ადგილს, მაგრამ საშუალებას მისცემენ უკრაინას უზრუნველყოს გარკვეული ადრეული გაფრთხილება თავდასხმის შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ ღრმა დარტყმის გარკვეული პოტენციალი,“ - აღნიშნეს წყაროებმა გამოცემასთან საუბარში.

The Guardian იმასაც წერს, რომ სატელიტებიდან, სახმელეთო სადგურებიდან, სათვალთვალო თვითმფრინავებიდან, როგორიცაა Rivet Joint, და ფარულად განლაგებული სახმელეთო ძალებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემები გროვდება და უზიარდება უკრაინას ღია წყაროს მასალასთან ერთად, რუსეთში ღრმა სარაკეტო და დრონებით დარტყმების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. 

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკილფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა.