ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის პირველი ტრანში გადაურიცხა

07.03.25 18:06
ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის პირველი ტრანში გადაურიცხა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ტრანში გადაურიცხა.

შმიგალის განცხადებით, მიღებული თანხა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

თანხები მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი ჩამოერთმევა და გადაიცემა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მომავალში," - განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი სიახლეები