კვლევა: ოვალურ კაბინეტში ტრამპთან გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი გაიზარდა

07.03.25 18:07
კვლევა: ოვალურ კაბინეტში ტრამპთან გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი გაიზარდა

თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა - კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

უკრაინული მედია წერს, რომ იქამდე არსებული მონაცემებით, ზელენსკის რეიტინგი 57% იყო, 14 თებერვალი - 4 მარტის პერიოდში კი 10%-ით მოიმატა. 

ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 28 თებერვალს შედგა.

ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ხრუშეცკი ამბობს, რომ "პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე".

მსგავსი სიახლეები