"მკვლელო" – ბულგარეთში რუსეთის ელჩი გამოფენიდან შეძახილებით გააძევეს
ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ეროვნული გალერეიდან "მკვლელის" შეძახილებით გააძევეს.
შემთხვევა სოფიაში, გალერეა Kvadrat 500-ში მოხდა. გამოფენაზე მყოფმა დამთვალიერებლებისა და ორგანიზატორების ნაწილმა მიტროფანოვას გალერეის დატოვება სთხოვა.
მიტროფანოვამ სხვა დარბაზში გადავიდა, სადაც მას ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა დაუყვირა "აქ მოსკოვი არ არის".
საბოლოოდ მიტროფანოვას გამოფენის დატოვება მოუწია.