ტრამპი: განვიხილავ სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ
დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად ვფიქრობ რუსეთისთვის მასშტაბური საბანკო სანქციების, სანქციებისა და ტარიფების დაწესებას, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მივმართავ რუსეთს და უკრაინას,მ ახლავე დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. გმადლობთ!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.