გრძელდება ყველაზე ინტენსიური მუშაობა ტრამპის გუნდთან... მშვიდობა რაც შეიძლება მალე - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის გუნდთან "ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს". განცხადება უკრაინის პრეზსიდენტმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
"მომდევნო კვირას იქნება ძალიან ბევრი სამუშაო აქ, ევროპაში, ამერიკასთან საუდის არაბეთში. ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და გავამყაროთ უსაფრთხოების საფუძვლები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა დონეებზე გრძელდება ყველაზე ინტენსიური მუშაობა ტრამპის გუნდთან. ბევრი ზარია. თემატიკა გასაგებია. მშვიდობა რაც შეიძლება მალე - უსაფრთხოება რაც შეიძლება სანდო", - თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა "მაქსიმალურად კონსტრუქციულად" არის განწყობილი და ყველას "ვინც ქვეყანას ეხმარება" მადლობა გადაუხადა.