რუსების იერიში დობროპილიაზე - დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი

08.03.25 10:03
რუსების იერიში დობროპილიაზე - დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი

უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსების მიერ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. 

მათივე ინფორმაციით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“, - აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები