ტრამპი: ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

08.03.25 10:54
ტრამპი: ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 მანამდე, გამოცემა The New York Times-მა  გაავრცელა, რომ ხუთშაბათს,  შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ.