პროტესტი სლოვაკეთში - რობერტ ფიცოს წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

08.03.25 12:29
პროტესტი სლოვაკეთში - რობერტ ფიცოს წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გამართულ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციაზე ფიცოს მისამართით შეძახილები: "სირცხვილია" და "მოღალატე", ისმოდა.

შეგახსენებთ,  2024 წლის დეკემბერში ფიცოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი გადადგომის მოთხოვნით არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

მსგავსი სიახლეები