რუსების გაშვებული 145 დრონიდან 79 ჩამოვაგდეთ, დანარჩენი 54 გაუჩინარდა - უკრაინის საჰაერო ძალები

08.03.25 12:27
რუსების გაშვებული 145 დრონიდან 79 ჩამოვაგდეთ, დანარჩენი 54 გაუჩინარდა - უკრაინის საჰაერო ძალები

რუსმა საოკუპაციო ძალებმა კრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს - უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 79 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დანარჩენი 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

გაშვებულ რაკეტებს შორის ორი ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის ბალისტიკური, ხოლო ერთი ისკანდერ-კ ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო. 

მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები