"პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს" - კაია კალასი

08.03.25 16:05
"პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს" - კაია კალასი

"პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს" - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპამ უნდა გააგრძელოს სამხედრო მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, - წერს კაია კალასი.

ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები