სირიაში ახალმა მთავრობამ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა, მათ შორის ქალები და ბავშვები

09.03.25 10:06
სირიაში ახალმა მთავრობამ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა, მათ შორის ქალები და ბავშვები

სირიაში დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის  ახალმა მთავრობამ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა, მათ შორის ქალები და ბავშვები. უფლებადამცველების თქმით, ახალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 340 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ Bild-ი წერს. 

აღნიშნულია, რომ ქალაქ ბანიასში სამთავრობო ძალებმა 60 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. გაერთიანებული სამეფოს მონიტორინგის ცენტრის ინფორმატორებმა ასევე განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ მასობრივი მკვლელობები სულ მცირე, 21 პროვინაციაში განხორციელდა. გამოცემაში ხაზგასმულია, რომ ყველაზე ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა ხდება ქვეყნის დასავლეთ სანაპირო რაიონებში, რომლებიც ალავიტების დასაყრდენად ითვლება. ეს ის რელიგიური საზოგადოებაა, რომელსაც ასადი მიეკუთვნებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს მონიტორინგის ცენტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა  „არაფრით განსხვავდებოდა წინა რეჟიმის უსაფრთხოების ძალების ოპერაციებისგან“. დაზარალებული ტერიტორიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარის გამო ალავიტებში პანიკა იზრდება.

ბევრი თავდასხმა და მკვლელობა ხდება რელიგიურ ნიადაგზე. ასევე არის ქურდობა", - თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები