მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფდერაციის 8 რეგიონში 90-მდე დრონი გაანადგურა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 8 მარტის საღამოდან 9 მარტის დილამდე მათმა საჰაერო თავდაცვამ 88 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის 8 რეგიონს. უწყება ირწმუნება, რომ 52 დრონი მხოლოდ ბელგოროდის თავზე გაანეიტრალა.
მათივე ცნობით, 13 უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკის ოლქის თავზე, 9 როსტოვის რეგიონის ტერიტორიაზე, 8 ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი კი ასტრახანის რეგიონის ტერიტორიაზე განადგურა. ასევე, თითო უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის ტერიტორიის, რიაზანისა და კურსკის რეგიონების თავზე გაანეიტრალა.