ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ მძიმეა. ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა ფრონტის ხაზზე. ფინეთი უკრაინას 16 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს" - წერია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაეროსა და წითელი ჯვრის მეშვეობით მიაწოდებენ.