ამერიკა-უკრაინის ისტორიულ შეხვედრამდე საათები რჩება - მოლოდინები და შეფასებები

10.03.25 21:01
ამერიკა-უკრაინის ისტორიულ შეხვედრამდე საათები რჩება - მოლოდინები და შეფასებები

რამდენიმე საათი დიდი მოლაპარაკებების დაწყებამდე. ხვალ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საუდის არაბეთი იქნება. ამერიკა ახლა უკვე უკრაინასთან შეეცდება მშვიდობის დასამყარებლად გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს. მშვიდობისთვის მზად არის კიევიც, ოღონდ საკუთარი პირობებით. მედია იუწყება, რომ უკრაინის დელეგაცია ჯიდაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის ინიციატივით ჩადის. 

ეს გულისხმობს შორს მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე უარის თქმას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შავ ზღვაში. სამაგიეროდ, შტატებმა სადაზვერვო ინფორმაციის და სამხედრო დახმარების მიწოდება უნდა განაახლოს. საუდის არაბეთშია პრეზიდენტი ზელენსკიც, თუმცა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იჯდება და მოვლენებს გარედან დააკვირდება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.