ვიმედოვნებ, უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია - რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხი მოგვარდება.
ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, ხვალ, 11 მარტს, ამერიკა უკრაინასთან შეეცდება მშვიდობის დასამყარებლად გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს. მშვიდობისთვის მზად არის კიევიც, ოღონდ საკუთარი პირობებით. მედია იუწყება, რომ უკრაინის დელეგაცია ჯიდაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის ინიციატივით ჩადის. ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გაიმართება.