დრონებით შეტევა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე - რუსული მხარის ინფორმაციით, არის მსხვერპლი
დრონებით შეტევა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე - რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი.
ამასთან, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 - მოსკოვის ოლქში.
რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაზიანდა 20 ავტომობილი.
მანამდე, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ შვიდი ბინა დაზიანდა. ამასთან, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 - მოსკოვის ოლქში.