ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ - ტუსკი

11.03.25 14:51
ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ - ტუსკი

ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების შეხვედრას.

„ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. დღეს ჯიდაში მთელი მსოფლიო გიყურებთ. წარმატებები!“, - წერს ტუსკი X-ზე.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. 

მოლაპარაკების მაგიდასთან ამ წუთებში სხედან - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

მსგავსი სიახლეები