დაძაბული მოლაპარაკებების 7 საათი - ბოლო ცნობები აშშ-სა და უკრაინის შეხვედრიდან

11.03.25 20:59
დაძაბული მოლაპარაკებების 7 საათი - ბოლო ცნობები აშშ-სა და უკრაინის შეხვედრიდან

დაძაბული მოლაპარაკებების 7 საათი - ამ დრომდე უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, განაახლებს თუ არა შატატები ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას. ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყების წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებდა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს. 

დათმობა არ იქნება უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე - ეს კიევის პოზიციაა. უკრაინა მზად არის ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტისთვის, რაც სამშვიდობო პროცესის დაწყების წინაპირობაა, თუმცა გარკვეული პირობებით.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, აშშ-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ "მოლაპარაკებები პროგრესირებს".

ამ წუთებში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებების დროს სამი ძირითადი პირობა იქნა წაყენებული:

  • ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიებად. 
  • სუვერენიტეტი - უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებებს თავის არმიასთან, სამხედრო წარმოების გაფართოებასთან და ალიანსებში შესვლასთან დაკავშირებით.
  • უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაიცავს უკრაინას განმეორებითი რუსული აგრესიისგან

რა ხდება საუდის არაბეთში ვრცლად ნახეთ ლილა ჯანყარაშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები