Sky News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

Sky News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.
ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის თანხმობას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.
“ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.