მივესალმებით დღევანდელ ამბებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე-ევროკავშირის ლიდერები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღევანდელ ამბებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მიესალმებიან და აცხადებენ, რომ “ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. “
ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს EU-ს ლიდერები პლატფორმა X-ზე ავრცელებენ.
მათი თქმით, “ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.“
მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას.
ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.
ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.
ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.
ამავე თემაზე:
- ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა-მარკო რუბიო
- უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. მზაობა, ომი დაასრულოს ან გააგრძელოს, უნდა აჩვენოს რუსეთმა - ზელენსკი
- უკრაინა მზად არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის,აშშ დაუყოვნებლივ აღადგენს სამხედრო და სადაზვერვო დახმარებას
- Sky News ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს