აშშ-ს აქვს ყველა ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი პირობებით - ერმაკი

12.03.25 12:31
აშშ-ს აქვს ყველა ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი,  დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი პირობებით - ერმაკი

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველა ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი, მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი პირობებით დაჯდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა აჩვენა თავისი სურვილი უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას. სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს ყველა ბერკეტი, რომ აიძულოს რუსეთი, მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი პირობებით დაჯდეს. ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო დადასტურება მათი სურვილის შესახებ, ითანამშრომლონ ჩვენთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, - განაცხადა მან.

ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება იყო უკრაინისადმი ამერიკული დახმარების დაუყოვნებლივ აღდგენა, კერძოდ, უსაფრთხოებისა  და დაზვერვის გაზიარების სფეროში.

ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის: უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი რჩება. თუ რუსეთი დათანხმდება, უკრაინა მზადაა, მიიღოს 30-დღიანი ზავი. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უსაფრთხოების რეალურ გარანტიებზე მუშაობისა და სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პირობების მოსამზადებლად. მაგრამ ახლა გასაღები მოსკოვის ხელშია - მთელი მსოფლიო დაინახავს, ​​ვინ ისწრაფვის, რეალურად, ომის დასრულებისკენ და ვინ დროის მოგებაზე, - აღნიშნა ერმაკმა. 

მსგავსი სიახლეები