ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა - გაბარდი
უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულებულია - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის ინფორმაციით, ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა.
"აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას. პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულდა", - წერს გაბარდი.