ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში

12.03.25 18:44
ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში

442 მომხრე, 98 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ხელი უნდა შეუწყოს და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმაროს.

ევროპარლამენტარები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას მხარს უჭერენ და მოლოდინი აქვთ, რომ რუსეთი შეთავაზებას გაიზიარებს, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს შეწყვეტს. 

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის გარეშე. ევროპარლამენტარები მიესალმებიან "მსურველთა კოალიციის" ჩამოყალიბებას ევროპის ლიდერობით სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისთვის.

  • ევროპარლამენტარები ასევე ღრმად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დანებდნენ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
  • ევროპარლამენტარები ასევე "გაოგნებულები არიან" აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ "რუსეთის დაშოშმინებითა და სამიზნეში მოკავშირეების ამოღებით".