ზელენსკი: არჩევნები ომის დასრულების და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება.
ომის დასრულების შემდეგ გაუქმდება საომარი მდგომარეობა, ამის შემდეგ კი, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება. შეგნებულად არავინ არაფერს გადადებს", - ამბობს ზელენსკი.