რუსული მედია: პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრა დღეს გაიმართება
"კომერსანტის" სპეციალური კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დღეს, 13 მარტის საღამოს გაიმართება.
მისივე ცნობით, შეხვედრა კრემლში, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.