ბატონ ვლადიმერს დღეს და ხვალ მოუწევს ინტენსიური მუშაობა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით- ლუკაშენკო

13.03.25 19:52
ბატონ ვლადიმერს დღეს და ხვალ მოუწევს ინტენსიური მუშაობა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით- ლუკაშენკო

ვისაუბრეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. ბატონ ვლადიმერს დღეს და ხვალ მოუწევს ინტენსიური მუშაობა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სხვადასხვა განცხადებები და დანაპირები, არის მხოლოდ დანაპირები და ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ამაზე დიდი გათვლები არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ ძალიან დიდი გათვლები არ უნდა გვქონდეს რამეზე, მაგრამ უნდა დავუჯეროთ ფაქტებს,  ფაქტები ან მივიღოთ, ან არ მივიღოთ. სხვადასხვა განცხადებები და დანაპირები, არის მხოლოდ დანაპირები და ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ გადანაწილებებში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ ეს ჯერ არ იქცა გლობალურად. რიგი სახელმწიფოების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არსად გამქრალა, თუმცა, ეს სანქციები დაგვეხმარა, რადგან რუსეთთან დაგვაახლოვა. ეს სანქციები პირველ რიგში იმ ქვეყნებს ურტყამს, რომლებმაც ისინი შემოიღეს. მათ მოგვცეს დაფიქრების საშუალება, როგორ განვვითარდეთ. დავრწმუნდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ დავძლევთ ამ სანქციებს. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თვითმყოფადობასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე“, - განაცხადა ლუკაშენკო.