პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე: ჩვენ თანახმა ვართ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ არსებობს ნიუანსები

13.03.25 20:01
პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე: ჩვენ თანახმა ვართ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ არსებობს ნიუანსები

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დათქმებით-ზავის სანაცვლოდ პუტინი გრძელვადიანი მშვიდობის გარანატიას ითხოვს.

კრემლის დიქტატორი მშვიდობას საკუთარი პირობებით დათანხმდება. რა იქნება ეს პირობები, სავარაუდოდ, ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.

ეს განცხადება პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო დონალდ ტრამპს. იმისთვის, რომ ის უთმობს დიდ დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, ყველა ჩვენგანს თავის საქმე აქვს. მაგრამ ბევრი სახელმწიფო მეთაური, მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები, უთმობენ არც ისე ცოტა დროს ამ საკითხს. ჩვენ მათი მადლობლები ვართ, იმიტომ რომ, ამ მცდელობის მიზეზი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. ჩვენ ვართ თანახმა შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედეები, მაგრამ საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მიგვიყვანოს გრძელვადიანი მშვიდობისკენ.  და მოახდენდა კრიზისის დაწყების საფუძვლების ანულირებას.

ახლა რაც შეეხება უკრაინის მზაობას შეწყვიტოს ცეცხლი. უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები შეიძლება ჩანს, როგორც მცდელობა უკრაინამ მიიღოს გადაწყვეტილება, ამერიკის ზეწოლის ფონზე, რეალურად კი, დარწმუნებული ვარ, უკრაინას თავად უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის, იმ სიტუაციის გამო, რომელიც სამყაროშია“, - განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები