CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს

14.03.25 10:08
CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს, - ამის შესახებ CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. შედეგად, ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

ტრამპის გადაწყვეტილების თანახმად, ახლა თითქმის ყველა მსხვილი რუსული ბანკი, ასევე ცენტრალური ბანკი და მოსკოვის ბირჟა სრულ საერთაშორისო ბლოკადაში არიან. ვერავინ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ვეღარ შეძლებს რუსული ნავთობის შეძენას მეორადი სანქციების საფრთხის გარეშე.

CBS News-ი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების გამკაცრება ხდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რაზეც უკრაინამ თანხმობა უკვე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები