უნდა იყოს ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით - სტარმერი

14.03.25 10:24
უნდა იყოს ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით - სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს და თუ რუსეთს ეს ნამდვილად სურს, უსაფრთხოებაზე გარანტიების მიცემა არ უნდა გაუჭირდეს. ბრიტანელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთს შეთანხმებები არაერთხელ დაურღვვია და ამიტომ ახლა სწორედ გარანტიებია საჭირო. 

სტარმერი ამბობს, რომ 11 მარტს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პროგრესი იქნა მიღწეული და ახლა მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლა, რადგან ის აგრესორი და არასანდოა. 

ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია. უნდა იყოს ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით. უნდა იყოს მშვიდობა, რომელშიც შეთანხმება დაცულია, ვინაიდან, აქამდე გვქონდა შეთანხმება, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა, ვინაიდან, რუსეთი, უბრალოდ, არღვევდა მის პირობებს. თუ შეთანხმების დარღვევას არ აპირებთ, მაშინ დიდი პრობლემა არ უნდა გქონდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვიცით, რომ წარსულში ის [პუტინი] არღვევდა შეთანხმებებს.

ვფიქრობ, რომ სამშაბათს [11 მარტს] პროგრესი იქნა მიღწეული, და ყოველთვის ვგრძნობდი და ვიმედოვნებდი, რომ სამშაბათის შემდეგ ბურთი რუსეთის მოედანზე იქნებოდა გადაგდებული და მოხდებოდა ზეწოლა რუსეთზე. ახლა ეს მოხდა. ეს კარგია, ვინაიდან რუსეთი აგრესორია. რუსეთი ქვეყანაა, რომელიც არ იცავდა წინა ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, - ამბობს სტარმერი.